შესყიდვები

ტრანსნაციონალური დანაშაული და მოწოდების ჯაჭვი

8 სექტემბერი, 2026 · 4 წუთის საკითხავი

ტრანსნაციონალური დანაშაული და მოწოდების ჯაჭვი

თუკი რომელიმე სფეროს სჭირდება იდეალური სისტემა მოწოდების ჯაჭვში, ეს არალეგალური ბიზნესია. ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ქსელებს შეუძლიათ ისარგებლონ კანონიერი მოწოდების ჯაჭვებით კონტრაბანდული საქონლის, ნარკოტიკების, მოპარული პროდუქციის, უკანონო მასალებისა თუ არალეგალური ფულის საზღვრებს მიღმა გადასატანად.

რატომ ვატარო შემოვლით, გაუვალ გზებზე ძვირფასი მასალები, როცა პირდაპირ შენს საზღვარზე გამოვივლი, უსაფრთხო დერეფანს და განსაკუთრებულ პირობებსაც კი მოვითხოვ.

შეღწევის ყველაზე გავრცელებული გზები

მომწოდებლები - ფიქტიური კომპანიები, გაყალბებული სერტიფიკატები, არადეკლარირებული მფლობელობა.

ტვირთი - დამალული ან ჩანაცვლებული საქონელი, ორმაგი დანიშნულების საქონელი.

ლოგისტიკა - მანიპულირებული სატრანსპორტო დოკუმენტაცია, ყალბი დეკლარაციები.

გადახდები - ფულის გათეთრება, გადახდის არაორდინარული სქემები.

დოკუმენტაცია - გაყალბებული ინვოისები, წარმოშობის სერტიფიკატები, საბაჟო დოკუმენტები.

მესამე მხარეები - ბროკერები, აგენტები, დისტრიბუტორები, ქვეკონტრაქტორები.

საფრთხე და რთულად მიკვლევადობა სწორედ იმაშია, რომ ყველა პროცესი მაქსიმალურად ახლოს დგას სტანდარტულ ბიზნეს ოპერირებასთან. შირმის გასაძლიერებლად მხარე შესაძლოა ისე იყოს ჩართული, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეს მომწოდებლის ან დამკვეთის რეალურ საქმიანობაზე.

როგორ მოქმედებენ

არალეგალური ბიზნესები არ ეძებენ ბიუჯეტურ გამოსავალს:

  • იმუშავებენ ძალიან კარგი რეპუტაციის გადამზიდავებთან
  • გამოიყენებენ ყველაზე მაღალი ტრაფიკის პერიოდს ოპერაციისთვის
  • იპოვიან ყველაზე ნაკლებად „დაცულ" საბაჟო გამშვებს
  • მნიშვნელოვან ინფორმაციას აუცილებლად მიიღებენ „შიგნიდან"
  • გამოიყენებენ საინფორმაციო არხებზე წვდომის ყველა მეთოდს

დანაშაულებრივი საქმიანობა არ ხდება მოწოდების ჯაჭვს მიღმა. ის მიმდინარეობს პირდაპირ თქვენს თვალწინ და თქვენს გარშემო.

როგორ ამოვიცნოთ

დააგენერირეთ ბიზნეს აქტივობიდან გამომდინარე მაფრთხილებელი ალარმები:

  • მომწოდებლის ან ბიზნეს სუბიექტის მფლობელი ბუნდოვანია
  • საბანკო ანგარიშისა და იურიდიული მისამართის ქვეყანა განსხვავებულია, მიზეზი ბუნდოვანია
  • კომპანიის იურიდიული დასახელება და მისამართი ხშირად იცვლება
  • ფასები საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად დაბალია
  • დოკუმენტებში შეუსაბამობაა
  • მომწოდებელი თავს არიდებს სტანდარტულ შესაბამისობის გადამოწმებას
  • ჰყავს გაურკვეველი შუამავალი კომპანიები ან ორგანიზაციები
  • გადაზიდვების მარშრუტები კომერციულ აზრს მოკლებულია
  • შესყიდვების განყოფილებაზე ზეწოლა ხორციელდება პროცედურების გვერდის ავლის მიზნით
  • მომწოდებელს აქვს აუხსნელი კავშირები მაღალი რისკის სუბიექტებთან ან სანქცირებულ ინსტიტუტებთან

მთავარი პრინციპი

შესყიდვებისა და მოწოდების ჯაჭვის გუნდები არ არიან გამომძიებლები. თუმცა ისინი ხშირად წარმოადგენენ დაცვის პირველ ხაზს კანონიერი ვაჭრობის კრიმინალური მიზნებით ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.

© მასალის გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ წყარო. In case of use of the article above, please indicate the source.

დაკავშირებული კურსი

ბიზნეს შესყიდვების პროცესის მართვა

შესყიდვების პრაქტიკული კურსი 17 თემაში: Incoterms, საბაჟო, ტენდერები, მომწოდებლის ვალიდაცია და ფროდის პრევენცია.

მსგავსი სტატიები

როგორ აღმოვაჩინოთ მოწოდების ჯაჭვში ფროდის, კორუფციისა და შეუსაბამობის ნიშნები

როგორ აღმოვაჩინოთ მოწოდების ჯაჭვში ფროდის, კორუფციისა და შეუსაბამობის ნიშნები

22 ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ შესყიდვის პროცესში ფროდის, კორუფციის ან არაეფექტურობის მაღალი რისკია. სასარგებლოა ნებისმიერი ტიპისა და მოცულობის ოპერაციისთვის.

შესყიდვებში ყველაზე ხშირად გამოყენებული ინიციალები და მათი განმარტება

შესყიდვებში ყველაზე ხშირად გამოყენებული ინიციალები და მათი განმარტება

PR, PO, MOQ, FOB, TCO და კიდევ 17 აბრევიატურა, რომლებსაც შესყიდვებში ყოველდღიურად შეხვდებით. სრული განმარტება ქართულად, თემატურად დაჯგუფებული.

ყველა სტატია