Procurement · ონლაინ
ბიზნეს შესყიდვების პროცესის მართვა

მარიამ ქემაშვილი
მოწოდების ჯაჭვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საერთაშორისო შესყიდვები · ბიზნეს მოლაპარაკებები · აუდიტი · საბაჟო პროცედურები
- ხანგრძლივობა
- 9 კვირა
- საკონტაქტო საათები
- 26 საათი
- ფორმატი
- ონლაინ
- ჯგუფის ზომა
- 15
- დაწყება
- 26 ოქტომბერი, 2026
- ლექტორი
- მარიამ ქემაშვილი
17 შეხვედრა · ორშაბათი და ხუთშაბათი · 20:00-21:30
კურსი მოიცავს შესყიდვების სრულ ციკლს - მომწოდებლის მოძიებიდან საბაჟო გაფორმებამდე და ტენდერამდე. თითოეული თემა მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში დაგროვდა ფარმაციის, მშენებლობისა და წარმოების სფეროებში.
კურსის ეტაპები
- ხანგრძლივობა
- 9 კვირა
- 1
საფუძვლები
1-2 კვირაონლაინშესყიდვების რაობა, როლები, ტერმინოლოგია, Incoterms და საერთაშორისო შესყიდვების ფორმები.
- 2
ოპერაციები და შესაბამისობა
2-5 კვირაონლაინსაბაჟო, ლოგისტიკა, ხელშეკრულებები, ანალიტიკა, მომწოდებლის ვალიდაცია და ფროდის პრევენცია.
- 3
პროცესი და ბაზარი
5-7 კვირაონლაინშესყიდვები როგორც პროცესი, კონსიგნაცია, ბაზრის კვლევა და ტენდერები.
- 4
საერთაშორისო პრაქტიკა
7-9 კვირაონლაინგამოფენები, პროდუქტის მარკირება, დროის რესურსი, B2B პლატფორმები და კულტურული ინტელექტი.
სილაბუსი
გაცნობითი შეხვედრა: შესყიდვების რაობა, როლები, პროცესები და მოწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის სტრუქტურა.
ტერმინოლოგია, Incoterms, ხარჯების ანალიზი და ფორმა, მოწოდების ვადა, შესყიდვების სამუშაო პროგრამები.
საერთაშორისო შესყიდვებში გამოყენებული ინიციალები, მათი განმარტება და ფორმა.
საბაჟო პროცედურები, ლოგისტიკა და საერთაშორისო ვაჭრობის რეგულაციები.
შრომითი უფლებები, ხელშეკრულებები ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან, cross-function მუშაობა კომპანიის დეპარტამენტებთან.
რა მონაცემებს ვამუშავებთ და საიდან ვიღებთ მათ. სახელმწიფო ორგანოების პლატფორმები, რომლებზეც იმპორტისა და ექსპორტის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.
როგორ ვიპოვოთ მომწოდებელი, სად გადავამოწმოთ, რა ინფორმაცია გამოვითხოვოთ და როგორ დავადგინოთ მისი ვალიდურობა.
საბაჟო კოდები, დაბეგვრის პოლიტიკა და თვითღირებულების გამოთვლა.
ფროდისა და კორუფციის სქემები შესყიდვებში და პრევენციის მექანიზმები.
როგორ იგება პროცესი, რას უნდა მოიცავდეს და რატომ არის კომპანიის მომგებიანობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.
კონსიგნაციის სქემა და ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობა.
სექტორის, მომწოდებლების, პროდუქტებისა და სატრანსპორტო მომსახურების კვლევა.
საერთაშორისო, სახელმწიფო და ადგილობრივი ტენდერები: პლატფორმები, გამომცხადებლისა და მიმწოდებლის როლი, დოკუმენტების მომზადება და დამუშავება.
როგორ მოვემზადოთ საერთაშორისო გამოფენისთვის.
მარკირების მნიშვნელობა და როგორ დავადგინოთ, ვალიდურია თუ არა პროდუქტი კონკრეტული ბაზრისთვის.
როგორ დავზოგოთ დრო სწორი შეკითხვებით, მზა შაბლონებითა და B2B პლატფორმებით.
კულტურული ინტელექტი და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობა.
ლექტორი

მარიამ ქემაშვილი
მოწოდების ჯაჭვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მოწოდების ჯაჭვისა და შესყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე 11 წელია მუშაობს. გამოცდილება მოიცავს ფარმაცევტულ მიმართულებას, სამედიცინო აპარატურის შესყიდვებს, სამშენებლო შესყიდვებს, მძიმე ტექნიკისა და სპეციალური მანქანა-დანადგარების იმპორტსა და წარმოებას. ძირითადი მიმართულებები: საერთაშორისო შესყიდვები, ბიზნეს მოლაპარაკებები, აუდიტი, საკანონმდებლო დეტალები, საბაჟო პროცედურები და მოწოდების ჯაჭვის მართვის ციფრული სისტემები. განათლება: საქართველოს დიპლომატიური აკადემია - საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრი). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები (მაგისტრი). HSBA Hamburg School of Business Administration - ბიზნესის ადმინისტრირება (მაგისტრი). პროფესიული კვალიფიკაცია: Nexia აკადემია - სახელმწიფო შესყიდვები, სამშენებლო მიმართულება (2025). FLOWMASTER - პროგრამის მენეჯერის ქოუჩი (2023). European School of Business - ტოპ მენეჯმენტი (2021). ბიზნეს აკადემია - მენეჯმენტის კურსი (2015).
დაწყება 26 ოქტომბერი, 2026რა შედის ღირებულებაში
შედის
- 17 ონლაინ შეხვედრა
- პრაქტიკული შაბლონები და ფორმები
- რეალური ქეისები ფარმაციის, მშენებლობისა და წარმოების სექტორიდან
- დამსწრეობის სერტიფიკატი
განრიგი
- ხანგრძლივობა
- 17 შეხვედრა
- ფორმატი
- ონლაინ
- დღეები
- ორშაბათი, ხუთშაბათი
- საათი
- 20:00-21:30
- დასრულება
- 21 დეკემბერი, 2026
სულ 26 საათი