ჩვენს შესახებ

PMA - Practical Management Academy

PMA - პრაქტიკული მართვის აკადემია. ვასწავლით იმ პროცესების მართვას, რომლებსაც კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა ეფუძნება: შესყიდვების, მოწოდების ჯაჭვის, ხელშეკრულებების, ბიუჯეტისა და რისკების მართვას. სწავლება პრაქტიკიდან მოდის, არა სახელმძღვანელოდან.

ჩვენი მიდგომა

პროცესიდან, არა სახელმძღვანელოდან

კურსი ეფუძნება ქართულ კომპანიებში მიმდინარე რეალურ პროცესებს და ითვალისწინებს მოქმედ რეგულაციებსა და შეზღუდვებს.

პრაქტიკოსი ლექტორები

ლექტორები ხელმძღვანელობენ შესყიდვების, მოწოდების ჯაჭვისა და მართვის ერთეულებს ფარმაცევტულ, სამედიცინო, სამშენებლო და ენერგეტიკულ სექტორში.

კონკრეტული შედეგი

კურსის ბოლოს იცით, როგორ მიდის პროცესი ეტაპობრივად, სად წარმოიშობა რისკი და რომელ ეტაპზე იკარგება ფული.

ლექტორები

ზურა გამთენაძე

ზურა გამთენაძე

პროექტების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი

2018 წლიდან მართავს პროექტებსა და ოპერაციულ პროცესებს. ამჟამად ხელმძღვანელობს პროექტების დეპარტამენტს SOCAR Georgia Petroleum-ში. მანამდე მართავდა პროექტებსა და პორტფელებს საერთაშორისო განვითარების პროგრამებში, B2B SaaS კომპანიებში, ლოგისტიკასა და ელექტრონულ კომერციაში, მათ შორის საერთაშორისო გუნდებთან ერთად. 2022 წლიდან ასწავლის. არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. მაგისტრატურაზე კითხულობს Advanced Project Management-ს, ბაკალავრიატზე ორგანიზაციულ ცვლილებებს, მენეჯმენტის საფუძვლებსა და ლოგისტიკას. მოწვეული ლექტორია თსუ-სა და Alte University-ში. PMP-ის სერტიფიკატის მფლობელი. საჯარო მართვის ორმაგი სამაგისტრო ხარისხის მფლობელი (თსუ და შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების გერმანული უნივერსიტეტი), ეკონომიკის დოქტორანტი თსუ-ში.

მარიამ ქემაშვილი

მარიამ ქემაშვილი

მოწოდების ჯაჭვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

10 წელზე მეტია მუშაობს შესყიდვებისა და მოწოდების ჯაჭვის მართვაში მენეჯერულ პოზიციებზე. ამჟამად ხელმძღვანელობს მოწოდების ჯაჭვს კომპანია Insta-ში. მანამდე მართავდა შესყიდვებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში ფარმაცევტიკის, სამედიცინო აპარატურის, მშენებლობისა და მძიმე ტექნიკის მიმართულებით. ძირითადი მიმართულებები: საერთაშორისო შესყიდვები, მომწოდებლებთან მოლაპარაკება, საბაჟო პროცედურები, აუდიტი, საკანონმდებლო მოთხოვნები და მოწოდების ჯაჭვის ციფრული სისტემები. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, HSBA Hamburg School of Business Administration (გერმანია). ასევე აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. პროფესიული კვალიფიკაცია: სახელმწიფო შესყიდვები, სამშენებლო მიმართულება (2025), პროგრამის მენეჯერის ქოუჩი (2023), ტოპ მენეჯმენტი (2021).

თინათინ ვაჩეიშვილი

თინათინ ვაჩეიშვილი

პროექტის მენეჯერი · LSG

თინათინ ვაჩეიშვილი LSG-ის პროექტის მენეჯერია. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობის დაგეგმვას, მონიტორინგსა და კონტროლს. Transmsheni-ში მუშაობისას მონაწილეობდა Archi-ის საცხოვრებელი პროექტების მართვაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სამუშაო გრაფიკების მონიტორინგს, დამკვეთთან და კონტრაქტორებთან კოორდინაციას, რისკებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მართვას. 2021 წელს San Diego State University Georgia-ში სამშენებლო ინჟინერიის პროგრამა Magna Cum Laude წარჩინებით დაასრულა. შემდეგ სწავლა გააგრძელა Politecnico di Milano-ს Project and Contract Management in Construction Works-ის სამაგისტრო პროგრამაზე.

ირაკლი ჩხარტიშვილი

ირაკლი ჩხარტიშვილი

CEO უძრავი ქონების მიმართულებით

ირაკლი ჩხარტიშვილს უძრავი ქონების სფეროში 13-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საბანკო სექტორში 7-წლიან მუშაობას და საქმიანობას დაზღვევასა და დეველოპერულ გაყიდვებში. მეოთხე წელია, უძრავი ქონების მიმართულებას CEO-ს პოზიციაზე ხელმძღვანელობს. ირაკლის აქვს GIPA-ს MBA ხარისხი და არის PhD Candidate ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. კურსზე მონაწილეებს უზიარებს უძრავი ქონების მართვისა და გაყიდვების პრაქტიკულ გამოცდილებას.

აირჩიეთ მიმართულება

ნახეთ მიმდინარე ჯგუფები კურსებსა და ტრენინგებში.