კორპორატიული ტრენინგები
კორპორატიული ტრენინგი თქვენი კომპანიის ამოცანებზე
სილაბუსს თქვენი სექტორის, პროცესებისა და გუნდის საჭიროებებს ვარგებთ, სავარჯიშოები კი თქვენს რეალურ სამუშაოზე იგება და არა ზოგად ქეისებზე.
ზარიდან 5 სამუშაო დღეში მიიღებთ დოკუმენტს, რომელშიც მოცემული იქნება სილაბუსი, ხანგრძლივობა, ფორმატი და ფასი.
- 6-20 მონაწილე
- 1 დღიდან 8 კვირამდე
- ონლაინ, ადგილზე ან ჰიბრიდული
- ქართული
- ინვოისით გადახდა
როგორ მუშაობს
დიაგნოსტიკური ზარი
ვსაუბრობთ თქვენს პროცესებზე და იმაზე, სად ჩერდება საქმე. 30 წუთი.
პროგრამის მონახაზი
სილაბუსი, ხანგრძლივობა, ფორმატი, ტრენერი და ფასი ერთ დოკუმენტში. 5 სამუშაო დღე.
ჩატარება
ონლაინ, თქვენს ოფისში ან ჰიბრიდულად, სამუშაო გრაფიკზე მორგებით.
შედეგის გაზომვა
ტესტი, პრაქტიკული დავალება თქვენს რეალურ პროექტზე და მოკლე რეპორტი მენეჯმენტისთვის.
ვინ ატარებს
პროგრამებს ატარებენ პრაქტიკოსები და არა მხოლოდ ლექტორები. PMA-ს დამფუძნებელი არის PMP-ის სერტიფიკატის მფლობელი, ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი IBSU-ში, მოწვეული ლექტორი თსუ-სა და ალტე უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს პროექტების მართვის ერთეულს ენერგეტიკის სექტორის მსხვილ კომპანიაში. სამშენებლო და შესყიდვების მიმართულებებს ცალკე სექტორული მენტორები უძღვებიან.
კითხვები
მოკლედ დაგვიწერეთ, რა ამოცანა გაქვთ
24 საათში დაგიკავშირდებით და შევათანხმებთ ზარის დროს.