შესყიდვები

შესყიდვებში ყველაზე ხშირად გამოყენებული აბრევიატურები და მათი განმარტება

25 აგვისტო, 2026 · 7 წუთის საკითხავი

შესყიდვებში ყველაზე ხშირად გამოყენებული აბრევიატურები და მათი განმარტება

შესყიდვების დოკუმენტაცია აბრევიატურებით არის სავსე. მათი ნაწილი საერთაშორისო სტანდარტიდან მოდის, ნაწილი კონკრეტული ინდუსტრიიდან, ნაწილი კი კომპანიის შიდა პრაქტიკიდან.

ქვემოთ თავმოყრილია ის აბრევიატურები, რომლებსაც ყოველდღიურ მუშაობაში ყველაზე ხშირად შეხვდებით, თემატურად დაჯგუფებული.

შესყიდვის დოკუმენტები

PR - Purchase Request (ასევე Price Request)

შესყიდვის მოთხოვნა ან განფასების მოთხოვნა.

PO - Purchase Order

შესყიდვის დოკუმენტი.

OR - Order Request

შესყიდვის მოთხოვნა. Purchase request და order request სინონიმებია და ხშირად ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება.

ON - Order Number

დაკვეთის ნომერი. როგორც წესი, თუ კომპანია შესყიდვებს რაიმე სისტემით ან სისტემაში აღრიცხავს, ყველა დაკვეთას ინდივიდუალური ნომერი ენიჭება.

LPO - Local Purchase Order

ადგილობრივი შესყიდვის დოკუმენტი.

რაოდენობა და მარაგი

MOQ - Minimum Order Quantity

მინიმალური დაკვეთის ოდენობა.

ROQ - Reorder Quantity

განმეორებით შესაკვეთი რაოდენობა.

IM - Inventory Management

სასაწყობე მეურნეობის მენეჯმენტი.

BOM - Bill of Materials

მასალების ჩამონათვალი. ძირითადად გამოიყენება სამშენებლო და მანქანა-დანადგარების შესყიდვებში.

მიწოდების პირობები

FOB - Free on Board

გამოიყენება ტრანსპორტირებისას და მიუთითებს, თუ როდის გადადის საქონელზე პასუხისმგებლობა გამყიდველიდან მყიდველზე. როგორც წესი, გადაზიდვის დასახელებულ პორტში.

DDP - Delivered Duty Paid

გამომგზავნი საქონელს კარამდე მიტანის პრინციპით გაწვდით.

EXW - Ex Works

ტრანსპორტირება გამომგზავნის ან მწარმოებლის შეთანხმებული მისამართიდან.

OTD - On Time Delivery

დროული მოწოდება.

ხარჯები და შეფასება

PPV - Purchase Price Variance

შესყიდვის ფასთა განსხვავება.

TCO - Total Cost of Ownership

ფლობის მთლიანი ღირებულება. მოიცავს კონკრეტული პროდუქტის ან აქტივის შესყიდვის ფასს, პლუს საოპერაციო ხარჯებს აქტივის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში. დიდი მანქანა-დანადგარების შესყიდვისას ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პუნქტია.

COGS - Cost of Goods Sold

პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა პირდაპირი ხარჯის ჯამი. ფინანსისტების საყვარელი ტერმინია.

KPI - Key Performance Indicator

განიმარტება როგორც გაზომვადი მაჩვენებელი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურად აღწევს კომპანია ან ადამიანი დასახულ მიზნებს.

დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები

COA - Certificate of Analysis

ანალიზის სერტიფიკატი. ძირითადად გამოითხოვება სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებისა და წარმოების დროს.

SLA - Service Level Agreement

მომსახურების დონის ხელშეკრულება. მხარეებს შორის შეთანხმების ამსახველი გამარტივებული დოკუმენტია, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს.

TDS - Technical Data Sheet

ტექნიკური აღწერის დოკუმენტი. გულისხმობს ნახაზებსა და სისტემის მუშაობის დეტალებს, ასევე მოიცავს შესასყიდი პროდუქტის შემადგენლობას.

ორგანიზაცია და ურთიერთობები

SRM - Supplier Relationship Management

სისტემა, რომელიც თქვენს მომწოდებლებთან სტრატეგიული პარტნიორობის პროცესს აღწერს.

MRO - Maintenance, Repair and Operations

ერთ-ერთი მთავარი პირობაა მანქანა-დანადგარების შესყიდვისას. მოიცავს ყველა იმ აქტივობას, მარაგსა და პროცესს, რომელიც აღჭურვილობისა და სისტემების შეუფერხებელ ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული.

SCD - Supply Chain Department

მოწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი.

© მასალის გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ წყარო. In case of use of the article above, please indicate the source.

დაკავშირებული კურსი

ბიზნეს შესყიდვების პროცესის მართვა

შესყიდვების პრაქტიკული კურსი 17 თემაში: Incoterms, საბაჟო, ტენდერები, მომწოდებლის ვალიდაცია და ფროდის პრევენცია.

მსგავსი სტატიები

ტრანსნაციონალური დანაშაული და მოწოდების ჯაჭვი

ტრანსნაციონალური დანაშაული და მოწოდების ჯაჭვი

კრიმინალური ქსელები არ მოქმედებენ მოწოდების ჯაჭვს მიღმა. ისინი კანონიერ ჯაჭვს იყენებენ. სად შედიან, როგორ გამოიყურება ეს პროცესი შიგნიდან და რომელი ნიშნები უნდა ამოიცნოთ პირველად.

როგორ აღმოვაჩინოთ მოწოდების ჯაჭვში ფროდის, კორუფციისა და შეუსაბამობის ნიშნები

როგორ აღმოვაჩინოთ მოწოდების ჯაჭვში ფროდის, კორუფციისა და შეუსაბამობის ნიშნები

22 ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ შესყიდვის პროცესში ფროდის, კორუფციის ან არაეფექტურობის მაღალი რისკია. სასარგებლოა ნებისმიერი ტიპისა და მოცულობის ოპერაციისთვის.

PMP-ის სიტუაციური კითხვები: როგორ ავირჩიოთ საუკეთესო პასუხი

PMP-ის სიტუაციური კითხვები: როგორ ავირჩიოთ საუკეთესო პასუხი

უპასუხეთ PMP-ის 5 სიტუაციურ კითხვას და გაეცანით ახსნას. გაიგეთ, როგორ შეადაროთ პასუხები და აირჩიოთ საუკეთესო მოქმედება გამოცდისთვის მომზადებისას.

ყველა სტატია