კურსი

სერტიფიცირება · ონლაინ

PMP-ის ინდივიდუალურ-ინტენსიური კურსი

ზურა გამთენაძე

ზურა გამთენაძე

პროექტების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი

PMP · ასოცირებული პროფესორი, IBSU

ხანგრძლივობა
17 კვირა
საკონტაქტო საათები
35 საათი
ფორმატი
ონლაინ
ჯგუფის ზომა
10-12
დაწყება
19 ოქტომბერი, 2026
ლექტორი
ზურა გამთენაძე

14 შეხვედრა · ორშაბათი და ხუთშაბათი · 20:00-22:30 · 5 საცდელი გამოცდა · 2 ინდივიდუალური სესია

PMP-ისთვის მოსამზადებელი კურსი მოიცავს 14 სესიას და სულ 35 საკონტაქტო საათს. სალექციო ნაწილი დეკემბრის დასაწყისში სრულდება, შემდეგ იწყება გამოცდისთვის მომზადების ეტაპი 5 საცდელი გამოცდით და 2 ინდივიდუალური სესიით. სწავლება ქართულად მიმდინარეობს.

კურსის ეტაპები

ხანგრძლივობა
17 კვირა
ლექცია
14 ლექცია
საცდელი გამოცდა
5 საცდელი გამოცდა
ინდივიდუალური
2 შეხვედრა
  1. 1

    სალექციო ნაწილი

    1-7 კვირა
    ონლაინ14 ლექცია

    14 სესია, თითოეული 2.5 საათი, სულ 35 საკონტაქტო საათი. ბოლო სესიაზე ვამზადებთ და ვაგზავნით PMI-ის განაცხადს.

  2. 2

    გამოცდისთვის მომზადება

    8-17 კვირა
    ონლაინ5 საცდელი გამოცდა2 ინდივიდუალური სესია

    5 საცდელი გამოცდა განხილვით, 2 ინდივიდუალური სესია და ყოველკვირეული კითხვების ნორმა.

PMP-ზე დაშვება

PMI-ის მიმდინარე მოთხოვნებით, PMP-ზე დაშვებისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებული პროექტების მართვის გამოცდილებაა საჭირო: საშუალო განათლებით 60 თვე, ასოცირებული ხარისხით ან პროფესიული კვალიფიკაციით 48 თვე, ბაკალავრის ხარისხით 36 თვე, ან GAC-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ხარისხით 24 თვე. პარალელური პროექტების თვეები ორჯერ არ ითვლება. ასევე საჭიროა 35 სასწავლო საათი ან მოქმედი CAPM სერტიფიკატი. PMI-ის სასწავლო საათების მოთხოვნა 2026 წლის 1 დეკემბრიდან იცვლება. ამ კურსის სალექციო ნაწილი 1 დეკემბერს ან მის შემდეგ სრულდება. კურსის საათების ჩათვლა ახალი წესით ჯერ დადასტურებული არ არის. თუ რეგისტრაციას 35-საათიანი მოთხოვნის შესასრულებლად გეგმავთ, წინასწარ დაუკავშირდით PMA-ს. კურსის დასრულების სერტიფიკატი PMP-ზე დაშვების გარანტია არ არის.

PMI-ის ოფიციალური ინფორმაცია

მოთხოვნები და პირობები

  • წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა ინგლისურენოვანი მასალის გასააზრებლად. სწავლება ქართულად მიმდინარეობს.
  • PMP-ზე დაშვების კრიტერიუმები განათლების დონეზეა დამოკიდებული. დეტალები იხილეთ განყოფილებაში „PMP-ზე დაშვება“.
  • 35 საკონტაქტო საათის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სალექციო ეტაპის დასრულებისას, შეხვედრების 80%-ზე დასწრებისა და სრული გადახდის შემდეგ.

დეტალური პირობები იხილეთ წესებსა და პირობებში და დაბრუნების პოლიტიკაში.

სილაბუსი

01შესავალი, ECO და გამოცდის ლოგიკა
02პროექტის გარემო და მიდგომის შერჩევა
03ბიზნესგარემო: სტრატეგიული შესაბამისობა და ღირებულება
04ბიზნესგარემო: მმართველობა, შესაბამისობა და მდგრადობა
05ბიზნესგარემო: ცვლილება, სარგებელი და AI პროექტებში
06გუნდი: ლიდერობა, მოტივაცია და კონფლიქტი
07გუნდი: სტეიკჰოლდერები და კომუნიკაცია
08პროცესი: მოცულობა და მოთხოვნები
09პროცესი: გრაფიკი და კრიტიკული გზა
10პროცესი: ბიუჯეტი და Earned Value
11პროცესი: რისკები და EMV
12პროცესი: შესყიდვები და კონტრაქტის ტიპები
13პროცესი: ხარისხი, ცვლილება და დახურვა
14სიტუაციური კითხვები და PMI-ის განაცხადი

ლექტორი

ზურა გამთენაძე

ზურა გამთენაძე

პროექტების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი

დაწყება 19 ოქტომბერი, 2026

რა შედის ღირებულებაში

შედის

  • 14 სესია, სულ 35 საკონტაქტო საათი
  • 35 საკონტაქტო საათის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • PMA-ს სასწავლო მასალა ECO-ს მიხედვით
  • 5 სრული საცდელი გამოცდა და მათი განხილვა
  • 2 ინდივიდუალური სესია
  • PMI-ის განაცხადის მომზადება და შევსება
  • ყოველკვირეული კითხვების ნორმა და პროგრესისთვის თვალყურის დევნება
  • ყველა სესიის ჩანაწერი
  • სწავლება ქართულად

არ შედის

  • PMI-ის წევრობა
  • PMP-ის გამოცდის საფასური
  • გამოცდის სიმულატორის გამოწერა
  • გამოცდის ხელახლა ჩაბარების საფასური

ამ თანხებს პირდაპირ PMI-ს უხდით. ისინი კურსის ფასში არ შედის. ზუსტ თანხებს პირველივე სესიაზე გაჩვენებთ, რადგან PMI მათ პერიოდულად ცვლის.

განრიგი

ხანგრძლივობა
14 შეხვედრა
ფორმატი
ონლაინ
დღეები
ორშაბათი, ხუთშაბათი
საათი
20:00-22:30
ლექციების დასრულება
3 დეკემბერი, 2026

სულ 35 საათი

ხშირად დასმული კითხვები

PMP-ის გამოცდა 2026 წლის ივლისში შეიცვალა. ძველი მასალები ძირითადი ცნებების გასაგებად კვლავ გამოგადგებათ, თუმცა თქვენი მომზადების შესაბამისობა გამოცდის მოქმედ შინაარსობრივ ჩარჩოსთან (Exam Content Outline) უნდა გადაამოწმოთ. ჩვენ საკუთარ სასწავლო მასალებს ვიყენებთ.