სერტიფიცირება · ონლაინ
PMP-ისთვის მოსამზადებელი კურსი

ზურა გამთენაძე
პროექტების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი
PMP · ასოცირებული პროფესორი, IBSU
- ხანგრძლივობა
- 9 კვირა
- საკონტაქტო საათები
- 35 საათი
- ფორმატი
- ონლაინ
- დაწყება
- 3 ნოემბერი, 2026
- ლექტორი
- ზურა გამთენაძე
17 შეხვედრა · სამშაბათი და პარასკევი · 20:00-22:00
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც PMP-ის გამოცდის ძირითადი თემების შესწავლა ინტენსიურ ფორმატში სურს. ის მოიცავს 17 შეხვედრას და 35 სასწავლო საათს. განიხილავთ Predictive, Agile და Hybrid მიდგომებს, სამუშაოს მოცულობას (scope), გრაფიკს (schedule), ხარჯებსა და რისკებს. იმუშავებთ გუნდისა და ცვლილებების მართვაზე, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობასა და ჩართულობაზე (stakeholder engagement). პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სიტუაციურ კითხვებს, გამოთვლით საკითხებსა და პასუხის ვარიანტების ანალიზს. PMI-ის მიერ საათების აღიარება ახალი წესით ჯერ დადასტურებული არ არის. რეგისტრაციამდე გაეცანით PMP-ის გამოცდაზე დაშვების შესახებ გაფრთხილებას.
PMP-ზე დაშვება
PMI-ის მიმდინარე მოთხოვნებით, PMP-ზე დაშვებისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებული პროექტების მართვის გამოცდილებაა საჭირო: საშუალო განათლებით 60 თვე, ასოცირებული ხარისხით ან პროფესიული კვალიფიკაციით 48 თვე, ბაკალავრის ხარისხით 36 თვე, ან GAC-ის მიერ აკრედიტებული პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ხარისხით 24 თვე. პარალელური პროექტების თვეები ორჯერ არ ითვლება. ასევე საჭიროა 35 სასწავლო საათი ან მოქმედი CAPM სერტიფიკატი. PMI-ის სასწავლო საათების მოთხოვნა 2026 წლის 1 დეკემბრიდან იცვლება. ამ კურსის სალექციო ნაწილი 1 დეკემბერს ან მის შემდეგ სრულდება. კურსის საათების ჩათვლა ახალი წესით ჯერ დადასტურებული არ არის. თუ რეგისტრაციას 35-საათიანი მოთხოვნის შესასრულებლად გეგმავთ, წინასწარ დაუკავშირდით PMA-ს. კურსის დასრულების სერტიფიკატი PMP-ზე დაშვების გარანტია არ არის.
სილაბუსი
ლექტორი

ზურა გამთენაძე
პროექტების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი
2018 წლიდან მართავს პროექტებსა და ოპერაციულ პროცესებს. ამჟამად ხელმძღვანელობს პროექტების დეპარტამენტს SOCAR Georgia Petroleum-ში. მანამდე მართავდა პროექტებსა და პორტფელებს საერთაშორისო განვითარების პროგრამებში, B2B SaaS კომპანიებში, ლოგისტიკასა და ელექტრონულ კომერციაში, მათ შორის საერთაშორისო გუნდებთან ერთად.
ვრცელი ბიოგრაფიის ნახვა
2022 წლიდან ასწავლის. არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. მაგისტრატურაზე კითხულობს Advanced Project Management-ს, ბაკალავრიატზე ორგანიზაციულ ცვლილებებს, მენეჯმენტის საფუძვლებსა და ლოგისტიკას. მოწვეული ლექტორია თსუ-სა და Alte University-ში. PMP-ის სერტიფიკატის მფლობელია. აქვს საჯარო მართვის ორმაგი სამაგისტრო ხარისხი (თსუ და შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების გერმანული უნივერსიტეტი) და არის ეკონომიკის დოქტორანტი თსუ-ში.
განრიგი
- ხანგრძლივობა
- 17 შეხვედრა
- ფორმატი
- ონლაინ
- დღეები
- სამშაბათი, პარასკევი
- საათი
- 20:00-22:00
- დასრულება
- 29 დეკემბერი, 2026
სულ 35 საათი