ლოგისტიკა · ონლაინ

რეგისტრაცია

შეავსე ფორმა და ჩვენი კოორდინატორი დაგიკავშირდება ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

უკვე გაქვთ ანგარიში?

შესვლა
+995

სასწავლო ხელშეკრულება (v1.0)

სასწავლო მომსახურების ხელშეკრულება ვერსია 1.0

1. მხარეები

ერთი მხრივ, ინდივიდუალური მეწარმე ზურა გამთენაძე (ს/ნ 38001048264), რომელიც საქმიანობს სახელწოდებით PMA - Project Management Academy, შემდგომში "აკადემია",

და მეორე მხრივ, ფიზიკური პირი, რომელმაც რეგისტრაციის ფორმაზე დაადასტურა წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, შემდგომში "მსმენელი".

2. ხელშეკრულების საგანი

აკადემია მსმენელს უწევს ონლაინ სასწავლო მომსახურებას რეგისტრაციისას არჩეულ პროგრამაზე. პროგრამის დასახელება, ჯგუფი, დაწყების თარიღი, სესიების რაოდენობა, საკონტაქტო საათები, ღირებულება და გადახდის გრაფიკი ფიქსირდება მსმენელის რეგისტრაციის ჩანაწერში და დამადასტურებელ წერილში. ეს ჩანაწერი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

3. ღირებულება და გადახდა

3.1 პროგრამის ღირებულება მითითებულია რეგისტრაციისას და დაფიქსირებულია რეგისტრაციის ჩანაწერში.

3.2 გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით აკადემიის ანგარიშზე. გადარიცხვის დანიშნულებაში სავალდებულოა მიეთითოს რეგისტრაციის ჩანაწერის ნომერი.

3.3 განვადებით გადახდისას თანხა ნაწილდება რეგისტრაციისას ნაჩვენებ გრაფიკზე. თითოეული შენატანი უნდა შესრულდეს შესაბამის ვადაში.

3.4 შენატანის ვადაში გადაუხდელობისას აკადემია უფლებამოსილია შეაჩეროს მსმენელის წვდომა სასწავლო მასალებზე და სესიებზე ვალდებულების შესრულებამდე. აკადემია არ მიმართავს დავალიანების იძულებით ამოღების პროცედურებს.

3.5 ღირებულება არ მოიცავს PMI-ის საწევრო გადასახადს და საგამოცდო მოსაკრებელს. ეს ხარჯები მსმენელს დამოუკიდებლად ეკისრება.

4. მსმენელის ვალდებულებები

4.1 დაესწროს სესიებს და მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.

4.2 დამოუკიდებლად უზრუნველყოს ონლაინ სწავლისთვის საჭირო ტექნიკური რესურსი - ინტერნეტი, კომპიუტერი, ყურსასმენი.

4.3 არ გაავრცელოს, არ გაასაჯაროოს და მესამე პირს არ გადასცეს აკადემიის სასწავლო მასალები, სავარჯიშოები, ტესტები და სესიების ჩანაწერები.

4.4 რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი და აქტუალური საკონტაქტო მონაცემები.

5. აკადემიის ვალდებულებები

5.1 ჩაატაროს პროგრამა გამოცხადებული სილაბუსის და განრიგის შესაბამისად.

5.2 უზრუნველყოს მსმენელი სასწავლო მასალებით.

5.3 შეატყობინოს მსმენელს განრიგის ცვლილება მინიმუმ 24 საათით ადრე, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

6. სესიების გადატანა

6.1 აკადემია უფლებამოსილია გადაიტანოს ცალკეული სესია სხვა თარიღზე ლექტორის ავადმყოფობის, ტექნიკური ხარვეზის ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო. გადატანილი სესია ტარდება იმავე მოცულობით და იმავე პროგრამით. სესიის გადატანა არ წარმოადგენს თანხის დაბრუნების საფუძველს.

7. სერტიფიკატი

7.1 სერტიფიკატი გაიცემა მსმენელზე, რომელმაც დაესწრო სესიების არანაკლებ 80%-ს და სრულად შეასრულა ფინანსური ვალდებულება.

7.2 სერტიფიკატში მითითებული საკონტაქტო საათები შეესაბამება მსმენელის მიერ ფაქტობრივად გავლილ საათებს.

8. გაუქმება და თანხის დაბრუნება

8.1 თანხის დაბრუნების პირობები განსაზღვრულია აკადემიის თანხის დაბრუნების პოლიტიკით, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე pma.ge/refund-policy და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

8.2 მსმენელი უფლებამოსილია უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე მისი დადებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დისტანციური ხელშეკრულებისთვის დადგენილი წესით. უარის შესახებ შეტყობინება იგზავნება მისამართზე info@pma.ge.

9. ფორს-მაჟორი

9.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებით - სტიქიური უბედურება, ომი, საგანგებო მდგომარეობა, პანდემია, ელექტროენერგიის ან ინტერნეტის ხანგრძლივი ავარიული შეფერხება.

9.2 მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების დადგომის შესახებ 5 დღის ვადაში.

10. პერსონალური მონაცემები

10.1 აკადემია ამუშავებს მსმენელის პერსონალურ მონაცემებს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მიზნით.

10.2 სარეკლამო და საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა ხდება მხოლოდ მსმენელის ცალკე თანხმობის საფუძველზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მისამართზე info@pma.ge.

11. კომუნიკაცია

11.1 ოფიციალური კომუნიკაცია ხდება ელექტრონული ფოსტით. აკადემიის მისამართია info@pma.ge. მსმენელის მისამართად ითვლება რეგისტრაციისას მითითებული მისამართი.

12. ხელშეკრულების დადება

12.1 ხელშეკრულება იდება ელექტრონულად. მსმენელის თანხმობა დასტურდება რეგისტრაციის ფორმაზე შესაბამისი ველის მონიშვნით.

12.2 ხელშეკრულება ძალაში შედის რეგისტრაციის დადასტურების მომენტიდან.

12.3 მსმენელის მიერ დადასტურებული ვერსია ინახება უცვლელად და ხელმისაწვდომია მსმენელისთვის პირად გვერდზე.

13. დასკვნითი დებულებები

13.1 ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

13.2 დავა წყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით.

13.3 ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას.

ხელშეკრულების სრული ვერსიის გახსნა