კურსი

უძრავი ქონება · ონლაინ, ქართულ ენაზე

უძრავი ქონების პროფესიონალის კურსი

ირაკლი ჩხარტიშვილი

ირაკლი ჩხარტიშვილი

CEO უძრავი ქონების მიმართულებით

GIPA MBA · PhD Candidate ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით

ხანგრძლივობა
6 კვირა
საკონტაქტო საათები
24 საათი
ფორმატი
ონლაინ, ქართულ ენაზე
დაწყება
3 ნოემბერი, 2026
ლექტორი
ირაკლი ჩხარტიშვილი

12 შეხვედრა · სამშაბათი და ხუთშაბათი · 20:00-22:00

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უძრავი ქონების მართვისა და გაყიდვების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება სურს. მონაწილეები გაეცნობიან ქონების შეფასების მეთოდებს, მყიდველთან მუშაობას, მოლაპარაკების ტექნიკებს, სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებს, დაფინანსების წყაროებსა და საინვესტიციო მეტრიკებს. პრაქტიკული ქეისებით განიხილავთ, როგორ შეაფასოთ ობიექტი, განსაზღვროთ მისი სამიზნე აუდიტორია, დაგეგმოთ გაყიდვის პროცესი და მართოთ უძრავი ქონების პორტფელი. მოლაპარაკებისა და გაყიდვების თემაში განიხილავთ CRM-სა და Pipeline-ის მართვას. კურსი სრულდება Capstone project-ით და ფინალური პრეზენტაციით. კურსის აუდიტორია: უძრავი ქონების აგენტები და გაყიდვების სპეციალისტები, დეველოპერული კომპანიების გაყიდვების თანამშრომლები, ქონებისა და პორტფოლიოს მენეჯერები, მესაკუთრეები და უძრავი ქონების სფეროში საქმიანობის დაწყების მსურველები.

სილაბუსი

ბაზრის სეგმენტები, ქონების მახასიათებლები და ბაზრის კონტექსტის პრაქტიკული შეფასება.

ლექტორი

ირაკლი ჩხარტიშვილი

ირაკლი ჩხარტიშვილი

CEO უძრავი ქონების მიმართულებით

ირაკლი ჩხარტიშვილს უძრავი ქონების სფეროში 13-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საბანკო სექტორში 7-წლიან მუშაობას და საქმიანობას დაზღვევასა და დეველოპერულ გაყიდვებში. მეოთხე წელია, უძრავი ქონების მიმართულებას CEO-ს პოზიციაზე ხელმძღვანელობს. ირაკლის აქვს GIPA-ს MBA ხარისხი და არის PhD Candidate ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. კურსზე მონაწილეებს უზიარებს უძრავი ქონების მართვისა და გაყიდვების პრაქტიკულ გამოცდილებას.

დაწყება 3 ნოემბერი, 2026

რა შედის ღირებულებაში

შედის

  • 12 შეხვედრა, თითოეული 2 საათი, ჯამში 24 საკონტაქტო საათი
  • შეფასების მეთოდების შედარება და მყიდველის ტიპებთან მუშაობა
  • CRM/Pipeline-ისა და შემდგომი კომუნიკაციის დაგეგმვა
  • ROI და Cap Rate-ის გამოყენება პრაქტიკულ მაგალითებში
  • ქონების მარკეტინგისა და პორტფოლიოს მართვის დაგეგმვა
  • უძრავი ქონების ფინალური ქეისის მომზადება

გაცნობითი შეხვედრა: 25 ოქტომბერი 2026, 20:00, თბილისის დროით.

განრიგი

ხანგრძლივობა
12 შეხვედრა
ფორმატი
ონლაინ, ქართულ ენაზე
დღეები
სამშაბათი, ხუთშაბათი
საათი
20:00-22:00
დასრულება
10 დეკემბერი, 2026

სულ 24 საათი