პროექტების მართვა · ონლაინ
სამშენებლო პროექტების მართვა

თინათინ ვაჩეიშვილი
პროექტის მენეჯერი
LSG
სამშენებლო ინჟინერია, San Diego State University Georgia
- ხანგრძლივობა
- 6 კვირა
- საკონტაქტო საათები
- 22 საათი
- ფორმატი
- ონლაინ
- დაწყება
- 10 ნოემბერი, 2026
- ლექტორი
- თინათინ ვაჩეიშვილი
11 შეხვედრა · სამშაბათი და ხუთშაბათი · 21:00-23:00
სამშენებლო პროექტების მართვის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს ან გაიღრმაოს ცოდნა სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, ორგანიზების, კოორდინაციის, მართვისა და კონტროლის მიმართულებით. კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეები გაეცნობიან სამშენებლო პროექტის მართვის ძირითად პრინციპებს, შეისწავლიან პროექტის დაგეგმვისა და კონტროლის ინსტრუმენტებს და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკულ მაგალითებზე.
სილაბუსი
რა არის სამშენებლო პროექტი და რით განსხვავდება ის სხვა ტიპის პროექტებისგან. პროექტის ძირითადი მიზნები და შეზღუდვები. პროექტის მართვის ძირითადი მიმართულებები. სამშენებლო პროექტის სიცოცხლის ციკლი. პროექტის ეტაპები - ინიცირება, დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და კონტროლი, დასრულება. პროექტის წარმატების ძირითადი ფაქტორები. სამშენებლო პროექტის მონაწილეები და მათი ურთიერთქმედება. პრაქტიკული ნაწილი: სამშენებლო პროექტის სიცოცხლის ციკლის განხილვა რეალურ მაგალითზე.
სამშენებლო პროექტის ძირითადი მონაწილეები. პროექტის მენეჯერის როლი და პასუხისმგებლობები. Construction Manager / Site Manager-ის როლი. Owner / Client-ის როლი. Contractor და Subcontractor-ების როლები. Portfolio / Program Manager-ის როლი. პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილების მნიშვნელობა. RACI Matrix - რა არის და რატომ გამოიყენება. პრაქტიკული ნაწილი: RACI Matrix-ის შექმნა კონკრეტული სამშენებლო პროექტისთვის.
რა არის სამშენებლო კონტრაქტი. კონტრაქტის ძირითადი კომპონენტები. სამშენებლო კონტრაქტების ძირითადი ტიპები. Lump Sum, Unit Price, Cost Plus და სხვა მიდგომები. კონტრაქტის პირობების მნიშვნელობა პროექტის მართვაში. FIDIC-ის ზოგადი მიმოხილვა. FIDIC Red Book - სტრუქტურა და ძირითადი პრინციპები. დამკვეთის, კონტრაქტორისა და ინჟინრის როლები FIDIC-ის კონტექსტში. პრაქტიკული ნაწილი: კონტრაქტის პირობებიდან პროექტის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი საკითხების იდენტიფიცირება.
რატომ ხდება ცვლილებები სამშენებლო პროექტებში. Change Management-ის ძირითადი პრინციპები. ცვლილების მოთხოვნის პროცესი. ცვლილების გავლენა ვადებზე, ბიუჯეტსა და რესურსებზე. Variation / Change Order. პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტის პროცესი. ცვლილებების დოკუმენტირება და დამტკიცება. Change Log-ის წარმოება. პრაქტიკული დავალება: რეალური სამშენებლო სიტუაციის საფუძველზე Change Request-ის ანალიზი და ცვლილების მართვის პროცესის გავლა.
რა არის პროექტის რისკი. რისკის ტიპები სამშენებლო პროექტებში. Risk Identification. Risk Assessment. რისკის ალბათობისა და გავლენის შეფასება. Risk Matrix. Risk Response Strategies. Risk Register. რისკების მონიტორინგი და განახლება. პრაქტიკული დავალება: კონკრეტული სამშენებლო პროექტისთვის Risk Register-ის შექმნა.
Quality Management-ის ძირითადი პრინციპები. Quality Assurance (QA) და Quality Control (QC). ხარისხის კონტროლის პროცესები სამშენებლო პროექტში. Inspection & Testing. Inspection and Test Plan (ITP). Non-Conformance Report (NCR). Defect Management. ხარისხის დოკუმენტაციის მნიშვნელობა. ხარისხის კონტროლის გავრცელებული პრობლემები და მათი პრევენცია. პრაქტიკული ნაწილი: ხარისხის პრობლემის/დეფექტის განხილვა და შესაბამისი რეაგირების განსაზღვრა.
პროექტის დოკუმენტაციის მართვის პრინციპები. დოკუმენტების კლასიფიკაცია და ვერსიების კონტროლი. Submittals. Transmittals. RFI (Request for Information). Shop Drawings. Method Statement. Material Submittal. Snag List / Punch List. დოკუმენტების დამტკიცების პროცესი. Document Register-ის წარმოება. პრაქტიკული ნაწილი: Submittal / RFI / Transmittal-ის მაგალითების განხილვა და დოკუმენტების მართვის პროცესის აწყობა.
რა არის სამშენებლო პროექტის გრაფიკი. რატომ არის გრაფიკი მნიშვნელოვანი პროექტის მართვისთვის. სამუშაოების განსაზღვრა და დაყოფა. WBS - Work Breakdown Structure. სამუშაოების ხანგრძლივობის განსაზღვრა. სამუშაოებს შორის დამოკიდებულებები. Gantt Chart. CPM - Critical Path Method. Critical Path-ის მნიშვნელობა. Milestones. პროექტის ვადების კონტროლის ძირითადი პრინციპები. პრაქტიკული ნაწილი: მცირე სამშენებლო პროექტისთვის WBS-ისა და სამუშაოების თანმიმდევრობის შექმნა.
MS Project-ის ინტერფეისი. ახალი პროექტის შექმნა. Project Start Date. Calendar-ის შექმნა და სამუშაო დღეების განსაზღვრა. სამუშაოების შეყვანა. Summary Tasks და Subtasks. სამუშაოების ხანგრძლივობის განსაზღვრა. Predecessors და Successors. Milestones. Gantt Chart-ის გამოყენება. პროექტის გრაფიკის ვიზუალური მართვა. პრაქტიკული ნაწილი: მონაწილეები იწყებენ საკუთარი სამშენებლო პროექტის გრაფიკის შექმნას MS Project-ში.
ლექცია მთლიანად პრაქტიკაზეა ორიენტირებული. სამშენებლო პროექტის სრული გრაფიკის შექმნა MS Project-ში. WBS-ის შექმნა. სამუშაოების ხანგრძლივობის განსაზღვრა. სამუშაოებს შორის კავშირების შექმნა. Milestones-ის დამატება. რესურსების დამატება. რესურსების სამუშაოებზე მიბმა. Critical Path-ის ანალიზი. Baseline-ის შექმნა. Planned vs Actual-ის შედარება. გრაფიკის განახლება და კონტროლი. საბოლოო პროექტის გრაფიკის მომზადება. პრაქტიკული დავალება: მონაწილე დამოუკიდებლად ქმნის და მართავს სამშენებლო პროექტის სრულ გრაფიკს MS Project-ში.
პრაქტიკული ნაწილი: AI-ის გამოყენებით პროექტის მენეჯერის ყოველდღიური სამუშაოების რამდენიმე რეალური სცენარის შესრულება.
ლექტორი

თინათინ ვაჩეიშვილი
პროექტის მენეჯერი · LSG
თინათინ ვაჩეიშვილი LSG-ის პროექტის მენეჯერია. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობის დაგეგმვას, მონიტორინგსა და კონტროლს. Transmsheni-ში მუშაობისას მონაწილეობდა Archi-ის საცხოვრებელი პროექტების მართვაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სამუშაო გრაფიკების მონიტორინგს, დამკვეთთან და კონტრაქტორებთან კოორდინაციას, რისკებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მართვას. 2021 წელს San Diego State University Georgia-ში სამშენებლო ინჟინერიის პროგრამა Magna Cum Laude წარჩინებით დაასრულა. შემდეგ სწავლა გააგრძელა Politecnico di Milano-ს Project and Contract Management in Construction Works-ის სამაგისტრო პროგრამაზე.
დაწყება 10 ნოემბერი, 2026რა შედის ღირებულებაში
შედის
- 11 ლექცია, თითოეული 2 საათი, ჯამში 22 საათი
- თეორიული ცოდნა და პრაქტიკული სავარჯიშოები
- სამშენებლო პროექტის დაგეგმვა და კონტროლი MS Project-ში
- AI-ის გამოყენების პრაქტიკული სცენარები
განრიგი
- ხანგრძლივობა
- 11 შეხვედრა
- ფორმატი
- ონლაინ
- დღეები
- სამშაბათი, ხუთშაბათი
- საათი
- 21:00-23:00
- დასრულება
- 15 დეკემბერი, 2026
სულ 22 საათი
ხშირად დასმული კითხვები
მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს ან გაიღრმაოს ცოდნა სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, ორგანიზების, კოორდინაციის, მართვისა და კონტროლის მიმართულებით.