რეკრუტინგიდან შენარჩუნებამდე - როდის ითვლება შერჩევა წარმატებულად?

მარი მეტონიძე
HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი
რეკრუტინგი და ჰედჰანტინგი · ორგანიზაციული განვითარება · HR სისტემების შექმნა · ონბორდინგი
- თემა
- ადამიანური რესურსები
- ფორმატი
- ონლაინ
- შეხვედრები
- 7
- ხანგრძლივობა
- 11 საათი
შერჩევა შეთავაზების მიღებით არ მთავრდება. მასტერკლასი მიჰყვება თანამშრომლის გზას შერჩევის დაგეგმვიდან პირველ თვეებამდე: კომპეტენციებისა და პოტენციალის შეფასება, ფსიქოლოგიური კონტრაქტი, ონბორდინგი, ადრეული გადინების მიზეზები და შენარჩუნების სტრატეგიები. ბოლო შეხვედრაზე განვიხილავთ, რა კრიტერიუმებით შევაფასოთ რეკრუტინგის წარმატება.
შეხვედრების განრიგი
თბილისის დრო (UTC+4)
ეფექტიანი შერჩევის პროცესის დაგეგმვა
25 ნოემბერი, 2026 · 21:00-22:30
კანდიდატის კომპეტენციებისა და პოტენციალის შეფასება
28 ნოემბერი, 2026 · 19:00-20:30
ფსიქოლოგიური კონტრაქტი და მოლოდინების მართვა
2 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
ონბორდინგის მნიშვნელობა
5 დეკემბერი, 2026 · 19:00-20:30
თანამშრომელთა ადრეული გადინების მიზეზები
9 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
თანამშრომლის შენარჩუნების სტრატეგიები
12 დეკემბერი, 2026 · 19:00-20:30
რეკრუტინგის წარმატების შეფასების კრიტერიუმები
16 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
ლექტორი

მარი მეტონიძე
HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი
8 წელზე მეტია მუშაობს ადამიანური რესურსების მართვაში. ამჟამად კომპანია Insta-ში HR-სა და ორგანიზაციულ განვითარებას ხელმძღვანელობს. მანამდე ხელმძღვანელობდა HRM სააგენტო hiro-ს, რომლის პორტფოლიოში 50-მდე კომპანია იყო IT, საბანკო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებიდან. პარალელურად მართავდა HR დეპარტამენტს კომპანია Loialté-ში. HR-ში მუშაობა SAGA-ში დაიწყო, შემდეგ კი Tsiskvili Group-ში მუშაობდა.
ვრცელი ბიოგრაფიის ნახვა
ძირითადი მიმართულებები: რეკრუტინგი და ჰედჰანტინგი, მასობრივი და საერთაშორისო რეკრუტინგი, ორგანიზაციული დიზაინი და სტრუქტურა, ონბორდინგის სისტემის შექმნა, შეფასებისა და მოტივაციის სისტემები, HR აუდიტი და HR ბრენდინგი. 2023-2024 წლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციაში (SMEDA) ბიზნესებისთვის HR ტრენინგებს ატარებდა და სემინარებს უძღვებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში. განათლება: ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.