მასტერკლასები
მასტერკლასირეგისტრაცია ღიაა

HR-ის კომპასი ორგანიზაციაში - როგორ დავინახოთ სრული სურათი?

მარი მეტონიძე

მარი მეტონიძე

HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი

რეკრუტინგი და ჰედჰანტინგი · ორგანიზაციული განვითარება · HR სისტემების შექმნა · ონბორდინგი

თემა
ადამიანური რესურსები
ფორმატი
ონლაინ
შეხვედრები
6
ხანგრძლივობა
9 საათი

მასტერკლასი განკუთვნილია მათთვის, ვინც HR-ში ახლა იწყებს ან ერთ კონკრეტულ ფუნქციაზე მუშაობს და სრული სურათის დანახვა სურს. განვიხილავთ HR-ის სრულ ციკლს, ოპერაციულ და სტრატეგიულ როლს, HR პროფესიონალისთვის აუცილებელ კომპეტენციებს და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობას. ყოველი შეხვედრა ერთ საკითხს ეთმობა.

შეხვედრების განრიგი

თბილისის დრო (UTC+4)

  1. HR-ის ძირითადი ფუნქციები და სრული ციკლი

    23 ნოემბერი, 2026 · 21:00-22:30

  2. HR-ის ოპერაციული და სტრატეგიული როლი

    26 ნოემბერი, 2026 · 21:00-22:30

  3. HR პროცესების ურთიერთკავშირი

    30 ნოემბერი, 2026 · 21:00-22:30

  4. HR პროფესიონალისთვის აუცილებელი კომპეტენციები

    3 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30

  5. სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა

    7 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30

  6. HR-ის როლი ორგანიზაციის ბიზნესმიზნების მიღწევაში

    10 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30

ლექტორი

მარი მეტონიძე

მარი მეტონიძე

HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი

8 წელზე მეტია მუშაობს ადამიანური რესურსების მართვაში. ამჟამად კომპანია Insta-ში HR-სა და ორგანიზაციულ განვითარებას ხელმძღვანელობს. მანამდე ხელმძღვანელობდა HRM სააგენტო hiro-ს, რომლის პორტფოლიოში 50-მდე კომპანია იყო IT, საბანკო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებიდან. პარალელურად მართავდა HR დეპარტამენტს კომპანია Loialté-ში. HR-ში მუშაობა SAGA-ში დაიწყო, შემდეგ კი Tsiskvili Group-ში მუშაობდა.

ვრცელი ბიოგრაფიის ნახვა

ძირითადი მიმართულებები: რეკრუტინგი და ჰედჰანტინგი, მასობრივი და საერთაშორისო რეკრუტინგი, ორგანიზაციული დიზაინი და სტრუქტურა, ონბორდინგის სისტემის შექმნა, შეფასებისა და მოტივაციის სისტემები, HR აუდიტი და HR ბრენდინგი. 2023-2024 წლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციაში (SMEDA) ბიზნესებისთვის HR ტრენინგებს ატარებდა და სემინარებს უძღვებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში. განათლება: ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.