ხიდი დამსაქმებელსა და კანდიდატს შორის

მარი მეტონიძე
HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი
რეკრუტინგი და ჰედჰანტინგი · ორგანიზაციული განვითარება · HR სისტემების შექმნა · ონბორდინგი
- თემა
- ადამიანური რესურსები
- ფორმატი
- ონლაინ
- შეხვედრები
- 7
- ხანგრძლივობა
- 11 საათი
მასტერკლასი განკუთვნილია რეკრუტერებისთვის, HR სპეციალისტებისთვის და მენეჯერებისთვის, რომლებიც თანამშრომლებს თავად არჩევენ. განვიხილავთ შრომის ბაზრის დღევანდელ გამოწვევებს, დამსაქმებლისა და კანდიდატის განსხვავებულ მოლოდინებს, კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის მიდგომებს, კანდიდატის გამოცდილებას და რეკრუტინგის გავლენას დამსაქმებლის რეპუტაციაზე.
შეხვედრების განრიგი
თბილისის დრო (UTC+4)
თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევები
24 ნოემბერი, 2026 · 21:00-22:30
დამსაქმებლისა და კანდიდატის განსხვავებული მოლოდინები
27 ნოემბერი, 2026 · 21:00-22:30
რეკრუტერის როლი და პასუხისმგებლობა
1 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის ეფექტიანი მიდგომები
4 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
კანდიდატის გამოცდილება შერჩევის პროცესში
8 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
კომუნიკაციისა და მოლოდინების მართვის მნიშვნელობა
11 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
რეკრუტინგის გავლენა დამსაქმებლის რეპუტაციაზე
15 დეკემბერი, 2026 · 21:00-22:30
ლექტორი

მარი მეტონიძე
HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი
8 წელზე მეტია მუშაობს ადამიანური რესურსების მართვაში. ამჟამად კომპანია Insta-ში HR-სა და ორგანიზაციულ განვითარებას ხელმძღვანელობს. მანამდე ხელმძღვანელობდა HRM სააგენტო hiro-ს, რომლის პორტფოლიოში 50-მდე კომპანია იყო IT, საბანკო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებიდან. პარალელურად მართავდა HR დეპარტამენტს კომპანია Loialté-ში. HR-ში მუშაობა SAGA-ში დაიწყო, შემდეგ კი Tsiskvili Group-ში მუშაობდა.
ვრცელი ბიოგრაფიის ნახვა
ძირითადი მიმართულებები: რეკრუტინგი და ჰედჰანტინგი, მასობრივი და საერთაშორისო რეკრუტინგი, ორგანიზაციული დიზაინი და სტრუქტურა, ონბორდინგის სისტემის შექმნა, შეფასებისა და მოტივაციის სისტემები, HR აუდიტი და HR ბრენდინგი. 2023-2024 წლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციაში (SMEDA) ბიზნესებისთვის HR ტრენინგებს ატარებდა და სემინარებს უძღვებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში. განათლება: ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.