სერტიფიცირება · ონლაინ

PMP მოსამზადებელი პროგრამა

ზურა გამთენაძე

ზურა გამთენაძე

პროექტების მართვის სამსახურის უფროსი

SOCAR Georgia Petroleum

PMP · ასოცირებული პროფესორი, IBSU

ხანგრძლივობა
18 კვირა
საკონტაქტო საათები
40 საათი
ფორმატი
ონლაინ
ჯგუფის ზომა
10-12
დაწყება
29 სექტემბერი, 2026
ლექტორი
ზურა გამთენაძე

20 შეხვედრა · სამშაბათი და პარასკევი · 20:00 – 22:00 · 5 საცდელი გამოცდა · 2 ინდივიდუალური შეხვედრა

PMP გამოცდა თვითმომზადების გამოცდაა - მარცხის მიზეზი იშვიათად ცოდნის ნაკლებობაა. ადამიანები ჩერდებიან მესამე კვირაზე, ან სწავლობენ მასალას და გამოცდაზე მაინც არასწორ პასუხს ირჩევენ. ამ პროგრამაში ორივე პრობლემა გადაწყვეტილია. პირველი 10 კვირა სალექციოა - ვასწავლი იმას, რასაც წიგნი ცუდად ხსნის: PMI-ის აზროვნებას სიტუაციურ კითხვებში, კრიტიკულ გზას, EVM-ს, EMV-ს, კონტრაქტების ტიპებს. დანარჩენს თქვენ კითხულობთ სტრუქტურირებული გრაფიკით. პროგრამას აქვს ფიქსირებული კალენდარი, 5 საცდელი გამოცდა წინასწარ განსაზღვრულ თარიღებზე და 2 ინდივიდუალური შეხვედრა, სადაც ერთად ვგეგმავთ თქვენს გამოცდის თარიღს.

პროგრამის ეტაპები

ხანგრძლივობა
18 კვირა
ლექცია
21 ლექცია
საცდელი გამოცდა
5 საცდელი გამოცდა
ინდივიდუალური
2 შეხვედრა
  1. 1

    ორიენტაცია

    კვირა 1-2
    4 ლექცია

    სწრაფი გაცნობითი კითხვა: მთელი წიგნი, ჩანაწერების გარეშე. ლექციებზე ვსწავლობთ გამოცდის სტრუქტურას და PMI-ის აზროვნებას სიტუაციურ კითხვებში.

  2. 2

    სალექციო ეტაპი

    კვირა 3-10
    16 ლექცია

    მეორე, ნელი კითხვა: კვირაში ორი თავი, ლექციებთან სინქრონულად. დღეში 20 კითხვა. სალექციო ნაწილი სრულდება 3 დეკემბერს.

  3. 3

    შეფასება

    კვირა 11
    დამოუკიდებელისაცდელი გამოცდა 1

    პირველი სრული საცდელი გამოცდა: 180 კითხვა, 230 წუთი, ერთ ჯდომაზე. შედეგი ფასდება დომეინების მიხედვით.

  4. 4

    აღდგენა

    კვირა 12
    დამოუკიდებელისაცდელი გამოცდა 2ინდივიდუალური შეხვედრა

    დღეში 50 კითხვა. მეთოდი ინვერსიულია: ჯერ კითხვები, შემდეგ სუსტი თავების კითხვა. კვირის ბოლოს მეორე საცდელი გამოცდა და პირველი ინდივიდუალური შეხვედრა.

  5. 5

    არდადეგების ინტენსივი

    კვირა 13-15
    დამოუკიდებელისაცდელი გამოცდა 3

    მთელი წიგნის ხელახალი გავლა და დღეში 100 კითხვა. ლექციები არ ტარდება - გრაფიკი წინასწარ შეთანხმებულია. მესამე საცდელი გამოცდა 11 იანვრამდე.

  6. 6

    ფინალური ეტაპი

    კვირა 16-17
    1 ლექციასაცდელი გამოცდა 4ინდივიდუალური შეხვედრა

    მეორე ინდივიდუალური შეხვედრა, სადაც ერთად ვირჩევთ გამოცდის თარიღს. დღეში 75 კითხვა, კითხულობთ მხოლოდ სუსტ თავებს.

  7. 7

    დასრულება

    კვირა 18
    დამოუკიდებელისაცდელი გამოცდა 5

    24 იანვრიდან კითხვა წყდება. მხოლოდ კითხვები, რაოდენობას თავად ირჩევთ. მეხუთე საცდელი გამოცდა: 70%-ზე ნაკლები ნიშნავს, რომ გამოცდა თებერვლის ბოლო ფანჯარაზე გადადის.

სილაბუსი

ECO დომეინები და წონები. კითხვების ტიპები. შეფასების სისტემა. 18-კვირიანი კალენდარი. მასალების გადაცემა. დაშვების კრიტერიუმების ინდივიდუალური შემოწმება. დიაგნოსტიკური 10 კითხვა.

ლექტორი

ზურა გამთენაძე

ზურა გამთენაძე

პროექტების მართვის სამსახურის უფროსი · SOCAR Georgia Petroleum

მოკლე ბიოგრაფია დაზუსტდება.

დაწყება 29 სექტემბერი, 2026

რა შედის ღირებულებაში

შედის

  • Rita Mulcahy PMP Exam Prep, 11th ed - ბეჭდური ასლი
  • ციფრული ვერსია პირველივე დღიდან
  • გამოცდის სიმულატორზე წვდომა
  • 40 საათი ლექცია - 20 შეხვედრა
  • 5 სრული საცდელი გამოცდა
  • 2 ინდივიდუალური შეხვედრა
  • 18-კვირიანი კითხვისა და კითხვების კალენდარი
  • ჩემი სლაიდები და ფორმულების ფურცელი
  • 35 საკონტაქტო საათის სერტიფიკატი
  • PMI-ის განაცხადის შევსებაში დახმარება, აუდიტის ჩათვლით

არ შედის

  • PMI-ის წევრობა - დაახლოებით $XX წელიწადში
  • გამოცდის საფასური - დაახლოებით $XXX (წევრებისთვის) / $XXX

ბეჭდური წიგნები გადაეცემა მე-3 კვირას. ციფრული ვერსია ხელმისაწვდომია პირველივე შეხვედრიდან.

გარე ხარჯი - PMI-ის წევრობა
$XX / წელი
გარე ხარჯი - გამოცდის საფასური
$XXX / $XXX

განრიგი

ხანგრძლივობა
20 შეხვედრა
ფორმატი
ონლაინ
დღეები
სამშაბათი, პარასკევი
საათი
20:00 – 22:00

სულ 40 საათი

ხშირად დასმული კითხვები

როგორია გამოცდის ფანჯარა?

პროგრამის მონაწილეთა გამოცდის ფანჯარაა 2-20 თებერვალი, 2027. ზუსტ თარიღს ერთად ვირჩევთ მეორე ინდივიდუალურ შეხვედრაზე.

რა მოხდება, თუ საცდელ გამოცდაზე 70%-ს ვერ ავიღებ?

ეს არ ნიშნავს, რომ პროგრამიდან გამოხვალთ - შედეგი დომეინების მიხედვით იშლება და დგება აღდგენის ინდივიდუალური გეგმა. თუ ბოლო საცდელ გამოცდაზე შედეგი 70%-ზე ნაკლებია, გამოცდა თებერვლის ბოლო ფანჯარაზე გადადის.

რა არის დაშვების მოთხოვნები PMP-ზე?

უმაღლესი განათლებით - 36 თვე პროექტების მართვის გამოცდილება, უმაღლესის გარეშე - 60 თვე, პლუს 35 საკონტაქტო საათი. თქვენს კონკრეტულ შემთხვევას პირველ შეხვედრაზე ინდივიდუალურად ვამოწმებთ.

როდის უნდა შევავსო PMI-ის განაცხადი?

განაცხადის შევსება იწყება 7 დეკემბრიდან. შევსებაში დაგეხმარებით, აუდიტის შემთხვევის ჩათვლით.

რამდენი კითხვა უნდა გავიარო სულ?

მინიმუმ 1,800-2,200 კითხვა 18 კვირაში. კალენდარი დღიურ რაოდენობას წინასწარ განსაზღვრავს, ასე რომ თვლა თქვენ არ გჭირდებათ.

ინგლისური ენა საჭიროა?

დიახ - მასალა და გამოცდა ინგლისურენოვანია. ლექციები ქართულად ტარდება, ტერმინოლოგია კი ინგლისურად მუშავდება.

რა ხდება არდადეგებზე?

13-15 კვირაზე ლექციები არ ტარდება, სამუშაო კი გრძელდება: მთელი წიგნის ხელახალი გავლა და დღეში 100 კითხვა. გრაფიკი წინასწარ თანხმდება ინდივიდუალურ შეხვედრაზე.

3400₾

30% ახლა = 1020₾

რეგისტრაცია